თეა ახვლედიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თვითიზოლაციაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს თეა ახვლედიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

გავრცელებული ინფორმაციით, ახვლედიანს ვირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობის კურსს სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით აგრძელებს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თეა ახვლედიანმა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიკავა. ახვლედიანმა ამ პოსტზე ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია ეუთოს მისიაში და ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიაში. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 212.526-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0