10:22 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
73 0 0

საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება სასტუმროების ნაწილის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების პირობების დარღვევის გამო მიიღო.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო სასტუმროებსა და მათთან არსებულ რესტორნებს, გარდა ზამთრის კურორტებზე არსებული ობიექტებისა, 24 დეკემბრიდან საქმიანობის განახლების ნებას რთავს, მაგრამ ერთი პირობით – ისინი მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს უნდა მოემსახურონ, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა.

სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ რესტორნებში იკრძალება კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს გვერდი აუაროს ამ მოთხოვნებს და საახალწლო საღამოები მოაწყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებს, 21:00 საათის შემდეგ კი სასტუმროს ნომერში მომსახურების სერვისი ამოქმედდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვების ობიექტები გატანის სერვისით მუშაობენ.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები