13:47 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
110 0 0

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტის გადააადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა.

დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან სპეციალური რეჟიმით იმუშავებენ>>>

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

ცქიტიშვილის განცხადებით, გამონაკლისი მხოლოდ საახალწლო და საშობაო დღესასწაულების წინა დღეები – 31 დეკემბერი და 6 იანვარი იქნება. 

„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები