კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© SPUTNIK / DENIS ASLANOVლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.064 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.241 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 497, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 264, ქვემო ქართლი – 246, შიდა ქართლი – 244, კახეთი – 196, აჭარა – 191, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17. 
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.740 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 188.408-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 42 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.182-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 21.910 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.358  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1.293.

1.104 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 427 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 37, იმერეთში – 62. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.671 ადამიანი, მათ შორის 603 – თბილისში, 747 – აჭარაში, 110 – იმერეთში. 13.881 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 470 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 137, ხოლო იმერეთში – 6.

თვითიზოლაციაში იმყოფება 41.006 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.651 პირი, აჭარაში – 4.766, იმერეთში – 5.570.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0