09:20 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

აქამდე დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების შესწავლა პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლო და კოდექსი არ ითვალისწინებდა მასალის ასლების გადაცემის შესაძლებლობას.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები მისი ოჯახისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას – მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს საქმის მასალებს. შესაბამისად, დაზარალებულ მხარეს მიეცა უფლება, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოითხოვოს პროკურატურიდან.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე: საკონსტიტუციო სასამართლო და ოჯახის მოთხოვნები>>>

ზვიად გამსახურდიას ოჯახმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 2018 წელს მიმართა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას. ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე. ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი“, – დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოჯახს თვითმკვლელობის შესახებ გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ გამსახურდია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. ოჯახის ზეწოლის შედეგად 2015 წელს პროკურატურამ საქმის გამოძიება „განზრახ მკვლელობის" მუხლით განაახლა. 

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს.

ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

მაშინდელმა გამოძიებამ თვითმკვლელობის ვერსია წამოაყენა, მაგრამ გამსახურდიას მომხრეები და ოჯახის წევრები ამ ვერსიას არ იზიარებენ.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

მთავარი თემები