Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„წლებია გაკეთებას ვერ ვბედავდი“ – რა აჩუქა მაია ასათიანს ლეილა აბაშიძემ? – ფოტო

© Facebook / Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ასათიანი თოქ-შოუ „პროფილის“ გადაღებაზე ლეილა აბაშიძის მიერ ნაჩუქარი საჩუქრით გამოჩნდა. რა უსახსოვრა წლების წინ მსახიობმა ტელეწამყვანს და რატომ ვერ ბედავდა მაია საჩუქრის გამოყენებას.

მაია ასათიანი გადაცემა „პროფილის“ საახალწლო ბლოკის გადაღებას უწყვეტ რეჟიმში შეუდგა. ტელეწამყვანმა გადასაღები მოედნიდან რამდენიმე სექსუალური ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოებს შორის მაიას ერთ-ერთი ლუქი ყველაზე განსხვავებული აღმოჩნდა. მისი სტილი ძვირფასმა ვუალმა შეცვალა, რომელიც მას, თურმე, გარდაცვლილმა მსახიობმა ლეილა აბაშიძემ უსახსოვრა.

მაიამ Instagram-ის „სთორიზე“ გამოქვეყნებულ შავ-თეთრ ფოტოს ვუალის ისტორიაც მოაყოლა. როგორც გაირკვა, აღნიშნული ულამაზესი ვუალი მას ლეილა აბაშიძემ აჩუქა. „ეს ვუალი წლების წინ ლეილა აბაშიძემ მაჩუქა... წლებია, გაკეთებას ვერ ვბედავდი, მგონი დრო მოვიდა“, – აღნიშნავს ტელეწამყვანი. მართლაც, ვუალმა და ახალმა იმიჯმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მაია ასათიანის ეფექტურობა ახლა მეტად შესამჩნევი გახდა, მის სახეს კი ვუალმა განსაკუთრებული ელფერი შემატა.

აღსანიშნავია, რომ თოქშოუ „პროფილის“ ავტორმა და წამყვანმა, ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და ამის შესახებ „ინსტაგრამის“ „სთორიდან“ ცოტა ხნის წინ ამცნო სოციალური ქსელის მომხმარებლებს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, წიგნი მის პირად ცხოვრებაზეა, მასში სიყვარულიცაა, გაჭირვებაც, ვნებაც, თუმცა მკითხველის რეაქციის არ ეშინია, პირიქით, ერთი სული აქვს, როდის გაანდობენ ისინი შთაბეჭდილებებს.

ასათიანის თქმით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაბეჭდილი წიგნი ერთ თვეში იხილავს დღის სინათლეს და „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“ მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება წიგნის მაღაზიებში. მაია ასათიანი ამბობს, რომ მწერლობაზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ წიგნი ერთი სულის მოთქმით წასაკითხია, რადგან ტელესიუჟეტის სტილშია დაწერილი. მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ იმ კაცის ფოტოც გამოაქვეყნა, ვინც წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.

ყველა ახალი ამბავი
0