ფრთხილად მძღოლებო: საქართველოში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 19 სექცია ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი პიკის საათებში
ტრანსპორტი პიკის საათებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, აჭარის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 21 დეკემბრიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 19 სექცია ამოქმედდა, ნათქვამია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ლოკაციებზე სიჩქარის კონტროლის სექციები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით დამონტაჟდა.

თბილისში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსდა შემდეგ ადგილებზე:

– ბერი გაბრიელ სალოსის და შალვა დოლიძის ქუჩების კვეთიდან – ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N40-მდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N40-დან ბერი გაბრიელ სალოსის და შალვა დოლიძის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ; 

ტრანსპორტის მოძღაობა სანაპიროზე პიკის საათში - Sputnik საქართველო
ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავარიებში 337 ადამიანი დაიღუპა

– საინგილოსა და გუმბრის ქუჩების კვეთიდან საინგილოსა და მარტყოფის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ. საინგილოსა და მარტყოფის ქუჩების კვეთიდან საინგილოსა და გუმბრის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ;

– ნიაბისა და აბულის ქუჩების კვეთიდან ნიაბისა და საინგილოს ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.  ნიაბისა და საინგილოს ქუჩების კვეთიდან ნიაბისა და აბულის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ; 

– ქეთევან დედოფლის გამზირისა და ვ.ჩაჩავას ქუჩის კვეთიდან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ტ.აბუსერიძის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ. ქეთევან დედოფლის გამზირისა და ტ.აბუსერიძის ქუჩის კვეთიდან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ვ.ჩაჩავას ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.

რაც შეეხება აჭარის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში კონკრეტულ ლოკაციებს, დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია აქ

არასამთავრობოების სამგლოვიარო აქცია - Sputnik საქართველო
უსაფრთხოება გზებზე: არასამთავრობოებმა ხელისუფლებას პრიორიტეტები შეახსენეს

უწყების ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით სულ საქართველოს მასშტაბით, უკვე 1152 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის ცხრა თვეში 3.644 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 337 ადამიანი, მათ შორის 17 არასრულწლოვანი.

აღნიშნულ პერიოდში სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით 184 ავარია მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 40, ხოლო დაშავდა 214 ადამიანი.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.

ყველა ახალი ამბავი
0