16:31 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2658)
150 0 0

მოდელმა და ტელეწამყვანმა მარიტა ჯანაშიამ ქორწილთან დაკავშირებით უცნობ დეტალებზე ისაუბრა. ნახეთ რატომ ინერვიულა მარიტამ ქორწილის დღეს და რატომ ეძინა ერთი კვირა გადაბმულად.

მომღერალმა და ტელეწამყვანმა თემო საჯაიამ შემოდგომაზე ცნობილ მოდელზე და ასევე ტელეწამყვანზე მარიტა ჯანაშიაზე იქორწინა.

მარიტა ჯანაშია ამბობს, რომ ქორწილის სამზადისმა იმხელა ენერგია წაიღო, რომ მის შემდეგ ერთი კვირა გადაბულად ეძინა. მარიტას თქმით, ყველაფერი პანდემიამაც გაართულა, რადგან რისკები მინიმუმამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი და ამიტომ ადგილის შესარჩევად ბევრი იფიქრა. „იმდენი ვინერვიულე, რომ ვერაფერი ვჭამე, ერთი ყლუპი პუნში დავლიე და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს“, – ამბობს მოდელი ჟურნალ „სარკესთან“.

მომ­ღე­რალ თემო სა­ჯა­ი­ა­ს და მო­დელ მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. წყვილი სავარაუდოდ, პირველ შვილს ელოდება. ამას მოწმობს თემო საჯაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელსაც მომღერალმა დაურთო წარწერა – „როცა მარიტა მჟავე კომბოსტოს ხედავს“. როგორც ჩანს, მოდელი ორსულადაა და მჟავეები განსაკუთრებულად უნდება.

ტელეწამყვანები თემო და მა­რი­ტა ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­ი­ნიშნენ. მომ­ღე­რალ­მა ლა­მაზ­მან სა­ცო­ლეს ხელი პირ­და­პირ ეთერ­ში სთხო­ვა და თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო. ქორ­წი­ლის ყვე­ლა სტუ­მა­რი თეთ­რებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. პა­ტარ­ძალს ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გრძე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის კაბა ეცვა, ხოლო სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა­ზე მოკ­ლე და თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოს­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი. ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის არა­ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა PosTV-ში გა­იც­ნო, სა­დაც დი­ლის გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­დათ. მა­რი­ტას და თე­მოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ცნო­ბილ მო­დელ­სა და პო­პუ­ლა­რულ მომ­ღე­რალს წარ­სულ­ში სა­ინ­ტე­რე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც წლებს ით­ვლი­და.

მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი, მოდელი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე ხნის წინ დაშორდნენ, მასმედიაში კი ეს ამბავი 2020 წლის თებერვალში გამჟღავნდა, როდესაც მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2658)

მთავარი თემები