„თავიდან სწავლობს სიარულს და ლაპარაკს“: როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა

© Sputnik / Levan Avlabreliცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმის გამოძიებას მაისში შეუდგა. ბრალდებულის სკამზე ხუთი პირი აღმოჩნდა.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია კონტაქტურია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური სარეაბილიტაციო პროცესი, განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ცოტნე გამსახურდიას 2019 წლის 19 დეკემბრის ღამით თბილისში, გალის ქუჩაზე თავს დაესხნენ და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ასევე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა.

ოჯახის გადაწყვეტილებით ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს.

„ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მისი გადარჩენა, ფაქტობრივად, სასწაულია, რომელიც ექიმების ჩარევით და უფლის ნებით განხორციელდა. მას ყველა სათანადო პროცედურა უტარდება, რომელიც ასეთი რთული სარეაბილიტაციო პროცესისთვის არის დამახასიათებელი“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ცოტნე გამსახურდია მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

„როგორც ექიმები ამბობენ, მას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ გარკვეული ეფექტი... ამ ეტაპზე იგი ჟესტების ენითა და რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება. ფაქტობრივად, ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს თავიდან სწავლობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის 15–15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლომ ასევე გამოუტანა განაჩენი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პეტრე ყუფარაძეს – მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს კახა ჩხეტიანს ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0