13:19 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
110 0 0

კახა კალაძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ირკვევა, რომ კორონავირუსს თბილისის მერის ოჯახის წევრი ემსხვერპლა.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის მამიდა რუსუდან კალაძე 20 დეკემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„წავიდა ამ ქვეყნიდან, ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, „ცოლის მამიდა” დაუნდობელმა ვირუსმა კორონა 19″ არ დაინდო და სიცოცხლე მოუსწრაფა ჩემს ყველაზე დიდ მხარდამჭერს „ცოლის ნათესავებში“. პ.ს. მამიდუკები „ესე ვეძახოდი“, რაც შეგპირდი, მოვკვდები და აუცილებლად გავაკეთებ. იძინე მშვიდად ჩემო ერთგულო მამიდუკები. ვახ, რა დანგრეული ვარ“, – წერს ის.

საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევიდან თბილისში 333 გამოვლინდა, აჭარაში – 84, იმერეთში – 111.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 6 627 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 094 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 430 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღეს, 21 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 4 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 209 462 შეთხვევაა გამოვლენილი, მათგან 184 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 140 პაციენტი გარდაიცვალა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები