12:45 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
86 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 209.462-ს მიაღწია.

თბილისი,  21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 824 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 333 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 111, აჭარა – 84, შიდა ქართლი – 78, ქვემო ქართლი – 67, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 17. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  184.668-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 46 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.140-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 22.628 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.627  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.903, აჭარაში – 747, იმერეთში – 1.347.

1.094 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 430 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 40, იმერეთში – 63. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.824 ადამიანი, 690 – თბილისში, 800 – აჭარაში, 123 – იმერეთში. 14.177 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 489 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 221, აჭარაში – 141, ხოლო იმერეთში – 7.

თვითიზოლაციაში იმყოფება 42.292 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18.992 პირი, აჭარაში – 5.187, იმერეთში – 6.088.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 209.462-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები