თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 41 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეებში 64 პირი იმყოფება.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 137 კოვიდ-პაციენტი გადის, მათ შორის, საშუალო სიმძიმის – 80, მძიმე – 6. „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე – 5. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 34 პაციენტი, მათგან 31 საშუალო სიმძიმისაა.
დღის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 824-ით გაიზარდა და საერთო რიცხვი 209.462-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია