მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამზე“ მსახიობ გიორგი გილიგაშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. წყვილი შესანიშნავად ატარებს დროს და მხიარულად ცეკვავს. როგორც ჩანს, პოპულარული წყვილი მალე ერთობლივ სიმღერას შესთავაზებს მსმენელს. მანამდე კი მათ ირგვლივ უკვე დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არიან ერთად.
View this post on Instagram
„ვისში გამცვალე?“, „შეეფერებით ერთმანეთს“, „როგორ უხდებით, აი წყვილი“, „იმედია ერთად ხართ და იმედი არ გამიცრუვდება, სასწაულად უხდებით ერთმანეთს“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. ნინი კი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს ამასთან დაკავშირებით.
View this post on Instagram
27 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადოებამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“. სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა.
View this post on Instagram
გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია.
View this post on Instagram
გიორგი გილიგაშვილის მიერ „პრაიმ შოუში“ გაკეთებულმა განცხადებებმა რამდენიმე წლის წინ საზოგადოებაში დიდი განხილვა გამოიწვია. ახალგაზრდამ საკუთარი აზრი გადაცემაში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ სკანდალზე დააფიქსირა. მის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ჩემმა მზემ“ კი ხალხმა სოციალურ ქსელში აიტაცა. ამის შემდეგ გილიგაშვილს ასეც მოიხსენიებენ – „ჩემმა მზემ“.