09:46 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (241)
111410

დევნილთა სააგენტო გამოეხმაურა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით, სადაც საუბარია იამზე, რომ ჩანგელიების ოჯახი ბინის დანგრევის შემდეგ ქუჩაში რჩება.

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ე.წ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტომ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე, რომელიც ბინის ფოტოებსაც აქვეყნებს.

დევნილთა სააგენტომ აღნიშნულ ოჯახს ბინა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გადასცა.

„ზუგდიდში სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და 3 შვილს, მათ შორის 8 წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა მანიპულირებენ. რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული“, - ნათქვამია სააგენტოს გვერდზე.

სააგენტოს ცნობით, დევნილ ოჯახს მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით.

„ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად, ბინა გადავეცით“, - იუწყება სააგენტო.

ზუგდიდში იმ დღეს საცხოვრებელი ბინები 360 დევნილ ოჯახს გადაეცა.

დღეს კი თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში ბავშვთა უფლებადამცველები მივიდნენ. მათი თქმით, მერია აპირებს იმ სახლის დემონტაჟი მოახდინონ, სადაც არასრულწლოვანი შშმ პირი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება არც სასამართლომ მოახდინა, ამიტომ ისინი იძულებულები არიან ბავშვის უფლებები მასთან ერთად ყოფნით დაიცვან, რათა ვერ მოხდეს სახლის დემონტაჟი და სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატონ.

სააგენტო მიმართავს თხოვნით ორგანიზაციებს, ინფორმაცია გადაამოწმონ, განსაკუთრებით როდესაც საქმე არასრულწლოვანის გამოსახლებას ეხება.

„ვთხოვთ  სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაამოწმონ ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, განსაკუთრებით ისეთ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა არასრულწლოვანისა და დევნილი ოჯახის ღია ცის ქვეშ დატოვება, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - წერია უწყების ვებგვერდზე.

სააგენტოს განცხადებით, უწყება ყოველდღიურად ზრუნავს, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. სახლების მეპატრონეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, გზა გადაკეტეს და იქ მობილიზებულ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (241)

მთავარი თემები