COVID-19: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© Sputnik / STRINGER სასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 731-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 208 638-ს მიაღწია.

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 094 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 731-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 208 638-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 180 441 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 599), კარანტინის რეჟიმშია 481, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 654 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 913 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0