COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Alexander ImedashviliCOVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 180 441 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 599), გარდაიცვალა – 2 094 (ბოლო 24 საათში – 39), კარანტინის რეჟიმშია 481, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 654 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 913 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 731-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 208 638-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 180 441 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 599), გარდაიცვალა – 2 094 (ბოლო 24 საათში – 39), კარანტინის რეჟიმშია 481, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 654 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 913 ადამიანი იმყოფება. 

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0