საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი რეკომენდაციების შენარჩუნების მომხრეა

© Sputnik / STRINGER საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი რეკომენდაციების შენარჩუნების მომხრეა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი რეკომენდაციების შენარჩუნების მომხრეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამჟამად შეზღუდვების გადახედვის საკითხზე ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობასა და ექსპერტებთან მიმდინარეობს კონსულტაციები

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა რეკომენდაციას, შენარჩუნდეს კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები, თუმცა არ გამორიცხავს მათ შეცვლას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ.

112-ის ცენტრი თბილისში - Sputnik საქართველო
ჰანს კლუგე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა 112-ში ნანახმა

დღეისათვის საქართველოში დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც მოსახლეობაში იწვევს პროტესტს ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე აკრძალვის გამო.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, გარდა ეკონომიკური საქმიანობისა, ასევე ხშირად უჩნდებათ მენტალური პრობლემები იმაზე, რომ არის ძალიან მკაცრი შეზღუდვები. ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია იმ სწორი ბალანსის დაცვა, როდესაც ზიანი არ მიადგება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის გადახედვაც უნდა მოხდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს ბერკეტები იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ აამოქმედოს მკაცრი შეზღუდვები.

ტიკარაძემ გადაწყვეტილების მიღების ვადებიც დაასახელა.

„ჩვენ გვაქვს ორი დღე, რომ ვიმსჯელოთ, რა სახის შეზღუდვები იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობასა და ექსპერტებთან შეზღუდვების გადახედვასთან დაკავშირებით.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ინფექცია თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 9%-მა გადაიტანა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში დაიკეტა რესტორნები და სპორტდარბაზები, დაიკეტა ყველა მაღაზია, კვების პროდუქტების მაღაზიების, ცხოველების საკვების მაღაზიების, აფთიაქების, ზოოაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, პრესის ჯიხურების გარდა. არ მუშაობს ბაზრობები (აგრარულის გარდა).

შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, შემდეგ 15 იანვრამდე კვლავ ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0