00:16 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0294
  • 100 RUB4.4671
  • USD3.3169
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (238)
121 0 0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები ჯანდაცვა და სოციალური სფეროა.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. აჭარის მეხუთე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 328,5 მლნ ლარით განისაზღვრა.

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე და ოპოზიციის დეპუტაციის გარეშე ჩატარდა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს აჭარის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა, რეგიონის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 10 მლნ ლარით შემცირდა. თუმცა, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 6,4%-ით გაიზარდა და 326 474 ათასი ლარი შეადგინა. 

„მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური სფეროა. მიუხედავად პანდემიისა, გაგრძელდება ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი“, – განაცხადა ფუტკარაძემ.

2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, გაგრძელდება გაზიფიცირების, წყალმომარაგების, „ოცნების ქალაქის“ განხორციელების მეორე ეტაპი, სპორტული ინფრასტრუქტურული (ჩაქვში ძალოსნობის ბაზისა და ქობულეთის სპორტსკოლის მშენებლობა) პროექტები.

27 მლნ ლარამდე იზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლასა და სოციალური პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რისთვისაც ბიუჯეტი 1 მლნ ლარით გაიზარდა.

მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ფინანსური რესურსები (3 მლნ ლარი) მოქალაქეების მედიკანენტებით უზრუნველსაყოფად.

იზრდება განათლების სფეროს ბიუჯეტიც, რომელიც ითვალისწინებს სკოლების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების პროექტებს, მაღალმთიან რაიონებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხს. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ათასი მოსწავლე ახალ ნოუთბუქს მიიღებს.

თემები:
საქართველოს რეგიონები (238)

მთავარი თემები