საქართველოში ხელოვანებს კოვიდ–კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან

© photo: Sputnikდარბაზი
დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაუცველი აღმოჩნდნენ.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ქართულმა ციფრულმა არხმა „არტარეამ“ წამოიწყო მოძრაობა „საზოგადოება არტისტებისთვის“ – პროექტი კორონავირუსის კრიზისის პერიოდში კულტურის მოღვაწეების დახმარებას ისახავს მიზნად. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„ახალი წელი გავაუქმოთ?" – რას გეგმავს დედაქალაქის მერი საახალწლოდ

კოვიდ–შეზღუდვების პერიოდში, როდესაც დაიხურა თეატრები, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და აიკრძალა ყველა კულტურული ღონისძიება, ქართველი ხელოვანები მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, აღნიშნავენ პროექტის ავტორები. სწორედ ამიტომ „არტარეამ“ პანდემიის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი არტისტებისთვის ფინანსური სახსრების შეგროვება გადაწყვიტა.

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში 27 დეკემბერს, 22:00 საათზე ლაივ–კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც 50-ზე მეტი მუსიკოსი, ასევე სხვადასხვა არტისტი და მწერალი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სიტყვით წარდგებიან და საზოგადოებას მოუწოდებენ, ამ რთულ პერიოდში თანადგომა გამოუცხადონ კულტურის მოღვაწეებს.

კონცერტის ნახვა შესაძლებელი იქნება „არტარეასა“ და სხვა ტელეარხებზე. იმისთვის, რომ დახმარება მიიღონ, არტისტები კამპანიის ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.

პროექტი „საზოგადოება არტისტებისთვის“ ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, თბილისის მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, მწერალთა სახლის, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0