სამაუწყებლო კომპანია „მე-9 ტალღამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა

© photo: Sputnikტელეკამერა
ტელეკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 227 შემთხვევა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში სამაუწყებლო კომპანია „მე-9 ტალღამ“ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა, იუწყება Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომელთა უმრავლესობა კოვიდ-ინფიცირებულია და სწორედ ეს გახდა მაუწყებლობის შეჩერების მიზეზი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ისინი სახლის პირობებში გადიან მკურნალობის კურსს.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.981-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 201.368-ს მიაღწია. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0