ვითარება ზემო ლარსზე: ზვავსაშიშროების დონე უმნიშვნელოა

© photo: Roads Department of Georgia / FBდიდთოვლობა გზებზე
დიდთოვლობა გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლით გზებზე, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების დონე უმნიშვნელოა, შესაბამისად, შესაძლებელია ხუთივე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლითი გზებით სარგებლობა.

საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, თუმცა გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობას კოორდინაციას საპატრულო პოლიცია გაუწევს.

ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0