10:41 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
75 0 0

„რემდესივირი“ ანტივირუსული პრეპარატია, რომელსაც აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ იყენებენ.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო, რომელიც ქვეყნის კლინიკებში 21 დეკემბრიდან შევა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანაში დღეისათვის კოვიდ–ინფიცირებულთა სიკვიდილიანობის ისეთი რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. 

„გუშინ ჩამოვიდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება. დღეს საქართველოში უკვე არის „რემდესივირი“. კლინიკურ ჯგუფთან ერთად, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, პრეპარატი გადანაწილდება იმ პაციენტებზე, რომლებისთვისაც პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში პირველი ინფიცირებული პაციენტი იყო, რომელმაც პრეპარატი საკუთარ თავზე გამოსცადა.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

პაციენტებისთვის „რემდესივირის" გაცემას 6 წამყვანი კლინიციტისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისია გადაწყვეტს.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილია ინფიცირების 200 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 1900-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები