გახარიამ დაწესებული შეზღუდვების შედეგები შეაფასა

© Sputnik / Alex Shlamovეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს არსებული ეპიდვითარება ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, და ყველაფერი უნდა გაკეთდეს აღნიშნული გარდამავალი შედეგის შესანარჩუნებლად.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან 20 დღე გავიდა და ქვეყანამ ინფექციის გავრცელების ტემპის შეჩერება შეძლო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანაში დღეისათვის კორონავირუსით სიკვიდილიანობის ისეთი რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. 

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გახარია: „თავი შევიკავოთ საახალწლო წვეულებებისგან“

„ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ჩვენი ხანდაზმულების გაფრთხილებაა. ახალი წლის დღეებში სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, მოქალაქეებმა და ბიზნეს-სექტორმა“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთურის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსზე 17 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა და ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა.

გახარიას განცხადებით, ევროპის სახელმწიფოები შეზღუდვებს ამკაცრებენ, მათ შორის შობა–ახალი წლის პერიოდში, და საქართველომაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ყოველი შემდგომი ნაბიჯი პასუხისმგებლიანი და გონივრული იყოს.

„ამ ფაქტის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მატარებლებს“, – განაცხადა გახარიამ.

ყველა ახალი ამბავი
0