Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შურიანები იტყვიან ფოტოშოპიაო“ – ალექსანდრა პაიჭაძის ფოტომ საზოგადოება გაამხიარულა

© Photo: Aleksandra Paichadze / FBალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელ ალექსანდრა პაიჭაძის ფოტო ნაძვის ხესთან სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ნახეთ რამ გამოიწვია საზოგადოების გაოცება.

მოდელი და ცნობილი „ინფლუენსერი“ ალექსანდრა პაიჭაძე პარლამენტის წინ დადგმული ნაძვის ხის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ 2021 წელი ძალიან მაგარი წელი იქნება, რადგან ნაძვის ხეს ახალი წლის განწყობა მოაქვს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

„შოკისმომგვრელია წლევანდელი მთავარი ნაძვის ხე. ულამაზესია, როგორიც ლამაზ ამერიკულ საშობაო ფილმებში, ბრწყინავს ათასფერად და ახლა ნამდვილად ვიგრძენი ახალი წლის და შობის სულისკვეთება. 2021 ისეთი მაგარი წელი იქნება, ისეთი, ისეთი“, – წერს მოდელი.

ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს. ყველასგან გასაკვირად, სოცქსელის მომხმარებლებმა ყურადღება ნაძვის ხეზე კი არა, ალექსანდრას გრძელ ფეხებზე გაამახვილეს.

„ვარსკვლავი ამან დაკიდა უეჭველი“, „უფსკრულიდან უღებენ ფოტოს“, „მადლობა კახი კალაძეს მშვენიერი ნაძვის პაიჭაძე დაგვიდგა“, „შურიანები იტყვიან ფოტოშოპიაო“, „ალექსანდა ჩემთან გეპატიჟები სახლში, ზემოთ აბლაბუდებს ვერ ვწვდები“, „ღმერთთან სათხოვარი მაქვს, ეტყვი?“, „ჩემს მომავალზე გრძელია ტიპი“, „ნეტა ამის ფეხებივით სწორად მიდიოდეს ჩემი ცხოვრება ზევით და ზევით“, – წერენ ფოტოს კომენტარებში, რასაც თავად ალექსანდრაც გამოეხმაურა: „ძალიან მახალისეთ. მადლობა დიდი, ვინც ხარისხიანი და სასიამოვნო იუმორი გამოავლინა... დანარჩენებმა დინოზავრის პაროდია გააკეთეთ“.

ყველა ახალი ამბავი
0