01:15 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
720 0 0

ეპიდემიოლოგები 24 დეკემბრიდან შეზღუდვების სრულ გაუქმებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მობილობის გაზრდა ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputni. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, ახალ წელს მოკრძალებულად შეხვდნენ და თავი შეიკავონ ტრადიციული სუფრებისგან. 

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის გამო ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებულია – 31 დეკემბერს მხოლოდ ვირტუალური გალა–კონცერტი გაიმართება.

„წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გავართმევთ თავს, პირველ რიგში, საახალწლო დღესასწაულებს. გახარიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადეების ტარების მნიშვნელობაზე.

„ეს წელი გამოწვევებით სავსე განსაკუთრებული წელია. ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 65%-მდე არის გაზრდილი. ეს საკმარისი არ არის და აღნიშნული მაჩვენებელი 90-95%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნის საშუალებას მოგვცემს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება“, – აღნიშნა გახარიამ. 

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), სპორტდარბაზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება. ქვეყნის მასშტაბით ყველგან სავალდებულოა პირბადის ტარება.

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში მთელ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით გაუქმდება სხვა შეზღუდვებიც. 

3-დან 15 იანვრის პერიოდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უქმედ არის გამოცხადებული – საქმიანობას გააგრძელებენ მხოლოდ ბანკები და სტრატეგიული მნიშვნელობის სერვისები და ობიექტები. ყველა შეზღუდვა კვლავ ამოქმედდება.

16–31 იანვრის პერიოდში მუშაობას განაახლებს საქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (გარდა უქმე დღეებისა).

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები