COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკშიტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსი 30-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 227 ადამიანს დაუდგინდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 71 ადამიანი.

რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდ–კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 280 პირი მკურნალობს, მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ეპიდემია საქართველოშ - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 150 პაციენტი გადის, მათგან რვა მძიმე, 70 კი საშუალო სიმძიმის პაციენტია. სენაკში არსებულ „სენამედის“ კლინიკაში 40 ინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის ექვსი მძიმე პაციენტია. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს – მძიმე პაციენტია 11. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 28 პაციენტი, აბაშის კლინიკაში კი 22 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.981-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 201.368-ს მიაღწია,

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0