კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / STRINGERეპიდემია საქართველოშ
ეპიდემია საქართველოშ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.981-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 201.368-ს მიაღწია.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.981  შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.282 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 489, ქვემო ქართლი – 229, აჭარა – 228, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 227, შიდა ქართლი – 160, კახეთი – 145, მცხეთა-მთიანეთი – 87, გურია – 64, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.001 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  169.282-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 31 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.953-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 30.107 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.758 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.896, იმერეთში – 1.379, აჭარაში – 815. 

1.130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 430 პირი, მათგან თბილისში – 209, იმერეთში – 62, აჭარაში – 50. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2.247 ადამიანი, მათ შორის 806 – თბილისში, 1.062 – აჭარაში, 135 – იმერეთში. 21.102 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 471 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 248, აჭარაში – 76, ხოლო იმერეთში – 7.

თვითიზოლაციაში იმყოფება 47.764 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.811 პირი, აჭარაში – 7.492, იმერეთში – 6.268.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0