Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რეანომობილისთვის შესაგროვებელია 66 ათასი ლარი“ – მერაბ სეფაშვილი დახმარებას ითხოვს

© courtesy of Merab Sepashviliმერაბ სეფაშვილი
მერაბ სეფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში მეგობარ ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ მის სამშობლოში დაბრუნებაში.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მომღერალ ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად სატელევიზიო მარათონი გაიმართება, ასევე იგეგმება ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნაც. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი მერაბ სეფაშვილი ავრცელებს.

მომღერლის თქმით, ღონისძიება კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის და მომღერალ ზურა დოიჯაშვილის მეგობრების ორგანიზებით ტარდება, სადაც შეგროვილი თანხით მომღერლის თბილისში ტრანსპორტირება მოხდება.

სეფაშვილი წერს, რომ შესაგროვებელია საჰაერო რეანომობილისთვის საჭირო თანხა – 66 ათასი ლარი (20 000 აშშ დოლარი). მომღერალი მოუწოდებს საზოგადოებას, ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში.

ზურა დოიჯაშვილი - Sputnik საქართველო
„ძალიან მძიმედაა, ჩამოვიყვანოთ საქართველოში...“ – მამუკა ონაშვილი ზურა დოიჯაშვილზე წერს
„მარათონი გაიმართება 18 დეკემბერს, დილით, 09:15 საათიდან 10:00 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები, მისი კოლეგები. ამავე დღეს თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი“, – წერს მერაბ სეფაშვილი.

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი რამდენიმე თვეა ისრაელის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული და მძიმე სენს ებრძვის.

მისი ოჯახის წევრები და კოლეგები ცდილობენ, ყველასთვის საყვარელი მომღერალი სამშობლოში დააბრუნონ, რათა სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან მის საყვარელ თბილისში გაატაროს.

ზურა ისრაელში რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად გაემგზავრა ფინანსური პრობლემების გამო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ის სამშობლოში სპეციალური თვითმფრინავით უნდა დააბრუნონ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ყველა ახალი ამბავი
0