პლუს 31: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.981-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 201.368-ს მიაღწია.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.953-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.981-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 201.368-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 169.282 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.001), კარანტინის რეჟიმშია 471, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.758 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.247 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0