COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 169.282 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.001), გარდაიცვალა – 1.953 (ბოლო 24 საათში – 31), კარანტინის რეჟიმშია 471, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.758 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.247 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.981-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 201.368-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 169.282 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.001), გარდაიცვალა – 1.953 (ბოლო 24 საათში – 31), კარანტინის რეჟიმშია 471, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.758 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.247 ადამიანი იმყოფება. 

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0