„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 17 დეკემბერს

© courtesy of Telasiსარემონტო სამუშაოები
სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზის, მახალდიანის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ტირიფების ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბელინსკის, ზანდუკელის, ბარნოვის, ანასტასია ხოშტარია-ერისთავის, კერესელიძის, გოგებაშვილის და ჩირგაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჰოსპიტლის შესახვევის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნავთლუღის და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0