ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს განათდება

© photo: Sputnikსაახალწლო ნაძვის ხე
საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გართულებული ეპიდვითარების გამო საქართველოში ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებულია, ამიტომაც 31 დეკემბერს ვირტუალური გალა–კონცერტი გაიმართება.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს განათდება – საზეიმო ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„17 დეკემბერს ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ დღეს. ყველას ექნება შესაძლებლობა ამ პროცესს ტელეეკრანზე ადევნოს თვალი. რა თქმა უნდა, თქვენ სურვილი უნდა ჩაიფიქროთ, რომელიც აუცილებლად ასრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და ამისთვის გამოყოფილი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„ახალი წელი გავაუქმოთ?" – რას გეგმავს დედაქალაქის მერი საახალწლოდ

„წელს საახალწლო სოფელი არ გვექნება, რათა ადამიანების თავყრილობა ავირიდოთ თავიდან. მათი კონტროლი რთული იქნება. თუმცა, სახსრები, რაც ამ მიმართულებით უნდა დახარჯულიყო, იმ ოჯახებსა და ადამიანებს მოხმარდება, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილი, რათა ყველა სირთულე გადავლახოთ“, – განაცხადა კალაძემ.

რამდენადაც ქალაქის ხელისუფლებამ უარი განაცხადა საახალწლო სოფლის მოწყობაზე, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ დაიდგმება. 2021 წელს საქართველო გასულ წელს შეძენილი ნაძვის ხით შეხვდება, თუმცა ახლა მას ტოტები დაამატეს და ის სიგანეშიც გაიზარდა.

რაც შეეხება სადღესასწაულო განწყობას, კალაძის განცხადებით, საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება, რომელთა ტრანსლაციაც პირდაპირ ეთერში მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0