კალაძე: შენობებში, რომელთა დემონტაჟიც განხორციელდა, არავინ ცხოვრობდა

© Sputnik / STRINGERაფრიკის დასახლება –სახლების დემონტაჟი
აფრიკის დასახლება –სახლების დემონტაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის თქმით, სახლების დემონტაჟი კანონიერ საფუძველზე განხორციელდა, ხოლო მერია სახელმწიფო მიწების მიტაცებას ხელს ვერ შეუწყობს.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სამგორის რაიონში უკანონო მშენებლობების დემონტაჟისთვის დრო სწორად იყო შერჩეული, რამდენადაც სახლების მშენებლობა ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო და იქ არავინ ცხოვრობდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

სამშაბათს ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი სახლების მეპატრონეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და იქ მობილიზებულ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ შენობებში არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მიმდებარე ტერიტორიებზე არის დატაცებული მიწები, უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები, სადაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები ცხოვრობენ და ამ სახლებს და ამ ადამიანებს არავინ შეხებია“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში. 

© Sputnik / STRINGERთბილისის გარეუბანში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო - ვიდეო
კალაძე: შენობებში, რომელთა დემონტაჟიც განხორციელდა, არავინ ცხოვრობდა - Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო - ვიდეო

მერის თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ისინი რამდენჯერმე გააფრთხილა, მაგრამ მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

„მინდა ავღნიშნო, რომ სანამ ამ მშენებარე ობიექტების დემონტაჟი განხორციელდებოდა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდნენ პატრულირებას ადგილზე, მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი. შემდეგ უკვე ოფიციალურად გავაკარით შეტყობინებები ამ მშენებარე ობიექტებზე, სადაც ეწერა, რომ ეს იყო უკანონო მშენებლობა, ეს იყო უკანონოდ მიტაცებული სახელმწიფო მიწები და აუცილებლად უნდა მომხდარიყო დემონტაჟი, თუმცა მათ ეს არ განახორციელეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის გადაწყვეტილების საფუძველზე 16 შენობის დემონტაჟი განხორციელდა. კალაძის თქმით, არ მოხდება უკანონობის წახალისება იმის საფუძველზე, რომ ქვეყანაში რთული სოციალურ–ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. მერია მაქსიმალურად მხარში უდგას სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.

კონკრეტული რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს იმ ოჯახების ქირით გაყვანას, რომელთაც საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, რაზეც ყოველწლიურად 7 მლნ ლარი იხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0