09:44 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
84 0 0

საქართველოში შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის შემდეგ კორონავირუსის აღმასვლის შეჩერება მოხერხდა, სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს, ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა დღეს შედგა, სადაც კვირის მნიშვნელოვანი, პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გადელიას განცხადებით, ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა სიტუაცია დასტაბილურდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მათ შორის განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში. დაავადებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა დაძაბულობის ცოტათი მოხსნა“, – აცხადებს გადელია.

მისი აზრით, ამის მიზეზი იმ შეზღუდვების ამოქმედებაა, რაც სახელმწიფომ დააწესა.

„კარგი იქნება, თუ ამ შეზღუდვებს არ მოვხსნით. გასაგებია, რომ მთელი წელი იყო მძიმე და კარგი იქნება, რომ ეს ბოლო პერიოდიც მოკრძალებულად გადავაგოროთ. ჩემი აზრით, შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ აამოქმედა ახალი შეზღუდვები, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194.900-ს მიაღწია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები