12:33 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (235)
108 0 0

პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მსგავსად, თანამედროვე ტიპის ავტობუსები საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქს გადაეცემა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულმა საქართველოს განვითარების მუნიციპალურმა ფონდმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდს EURO 5-ის სტანდარტის 25 ახალი ავტობუსი გადასცა.

ფონდის მონაცემებით, ავტობუსები, რომლებიც 50 მგზავრზეა გათვლილი, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ითვალისწინებს საერთო ჯამში 18,7 მილიონი ევროს ღირებულების თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები და ახალი მარშრუტები: რა სიახლეები ელოდება თბილისელებს>>>

გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. გაიმარჯვა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, 2020 წლის გაზაფხულიდან წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტები 117 ერთეული 8,5-მეტრიანი და 58 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსებით უზრუნველყოს.

ახალი ავტობუსებიდან 60 ქუთაისს, 40 – რუსთავს, 30 – გორს, 25 – ზუგდიდს და 10–10 ფოთსა და თელავს გადაეცემა.

თემები:
საქართველოს რეგიონები (235)

მთავარი თემები