თუ ხშირად ცივდებით: ექიმი უჩვეულო მიზეზს განმარტავს

© photo: Sputnik / Alexander Kondratyk / გადასვლა მედიაბანკშიგრიპი და გაციება
გრიპი და გაციება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ გაციებით ადამიანი საშუალოდ ორასჯერ ავადობს, თუმცა არსებობს კატეგორია, რომელსაც უფრო ხშირად ერევა ავადმყოფობა.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გაციებით ხშირ დაავადებასა და მის მძიმედ მიმდინარეობას განაპირობებს, განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ექიმ-ოტორინოლარინგოლოგმა ანა კოლესნიკოვამ.

გაციება - Sputnik საქართველო
სამი ეფექტური გზა გაციების სწრაფად დასამარცხებლად: ბრიტანელი ექიმი გირჩევთ

მისი თქმით, გაციებით, რომელიც ხუთი–შვიდი დღე გრძელდება, ადამიანი საშუალოდ 200-ჯერ ავადობს. განსაკუთრებით ხშირად ავადმყოფობენ ისინი, ვინც ბევრს ნერვიულობს.

„ხანგრძლივი სტრესი კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამომუშავებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ჩვენს დამცავ ძალებს. არსებობს ბუნდოვანი და ატიპიური ფორმები. დაავადების არასტანდარტული მიმდინარეობის დროს ადამიანი შეიძლება ვერც კი მიხვდეს, რომ ავადაა და ირგვლივ მყოფთათვის ინფექციის გადამტანი ხდება“, — განმარტა ექიმმა.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ინფექციებისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობა პირველ რიგში დამოკიდებულია იმუნიტეტზე. კოლესნიკოვას განმარტებით, თუ ადამიანს ოდესმე უკვე ჰქონდა კონტაქტი დაავადებულთან, „დიდი ალბათობით, მის ორგანიზმში დარჩენილი იქნება ანტისხეულები, რომლებიც მას დაიცავს“.

ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმდინარეობაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური მიდრეკილება და ასევე ფიზიკური აქტივობაც. მისი თქმით, კარგი სპორტული ფორმა და რეგულარული აქტივობა ავად გახდომის რისკს პრაქტიკულად 50-ჯერ ამცირებს.

ყველა ახალი ამბავი
0