01:47 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (254)
117 0 0

დადგა დრო, დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც არსებულ ფუნდამენტზე უკეთეს შენობას ააგებს, განაცხადა წულუკიანმა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ჩაიბარა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მას იუტიციის მინისტრის რანგში საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობდა, რაზეც მან უარი განაცხადა.

„პარტიიდან იყო შემოთავაზება მინისტრის საქმიანობა გამეგრძელებინა, თუმცა ჩვენ საკითხზე ვიმსჯელეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ ახალი სახეების გამოჩენის დროა“, – განაცხადა წულუკიანმა. 

ყოფილმა მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რატომ აირჩია განათლების და არა იურიდიული ან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები.

„მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები იუსტიციის სამინისტროს დარგობრივი კომიტეტებია. ვფიქრობ, მორალურად სწორი არ იქნება, რომ ადამიანი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს რვა წლის განმავლობაში მართავდა, ახლა დარგობრივ კომიტეტში იყოს. ადამიანს, რომელიც დაიკავებს მინისტრის პოსტს, საკუთარი ხედვების განსახორციელებლად თავისუფლება სჭირდება. გამორიცხულია, რომ დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მას ვინმე წულუკიანი ეჯდეს, ეს უწესობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატების დასახელებისგან თავი შეიკავა.

გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო დატოვა. წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია. ის მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა და თანამდებობაზე დარჩა ყველა სხვა მინისტრზე დიდხანს. მან იმუშავა ხუთი პრემიერ-მინისტრის დროს – ბიძინა ივანიშვილის, გიორგი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას დროს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (254)

მთავარი თემები