14:02 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
93 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194.900-ს მიაღწია.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.837 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.461 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი სამეგრელო და ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 646, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 404, აჭარა – 263, შიდა ქართლი – 262, კახეთი – 254, ქვემო ქართლი – 245, გურია – 100, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  164.786-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 44 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.883-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 28.205 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.710  პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.890, აჭარაში – 819, იმერეთში – 1.364.

1.146 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 438 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 47, იმერეთში – 60. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2.734 ადამიანი, მათ შორის 836 – თბილისში, 1.336 – აჭარაში, 244 – იმერეთში. 18.761 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 969 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 266, აჭარაში – 168, ხოლო იმერეთში – 15.

თვითიზოლაციაში იმყოფება 47.993 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.105 პირი, აჭარაში – 8.251, იმერეთში – 6.007.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194.900-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები