„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 15 დეკემბერს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმერეთის, ზემო ბენდელიანის, ჭიჭიკო ბენდელიანის, სვირის, ჯავის, ლისაშვილის, კურსების, დომენტი ჟღენტის, ლაითურის, მაჩხაანის, სამსონ ფირცხალავას, ზეკარის, სანავარდოს, თოდრიას, მირზაანის, ავიაქიმიის, გეგუთის, სამღერეთის, ასურეთის, წერონისის, ლუბოვსკის, კიშინიოვის, ბუგეულის, ახტალის და დარკვეთის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის და შინდისის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მუხაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ტირიფების ქუჩის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (აღმაშენებლის ქუჩის) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფოთის, ქუთაისის და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჰოსპიტლის შესახვევის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნავთლუღის და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0