Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უკვე ისტერიკა გვაქვს“ – რა მოხდა რატი დურგლიშვილსა და მაკა ზამბახიძის ქალიშვილს შორის?

© photo: Rati Durglishvili / FBრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატი დურგლიშვილისა და მაკა ზამბახიძის ქალიშვილის დებიუტი. „პანდემიური ისტერიკა“ – ასე დაასათაურა რატიმ ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და ძალიან პოზიტიური გამოდგა. ნახეთ რა ხდება მაკა ზამბახიძის აგარაკზე.

მაკა ზამბახიძის სახლში მუდამ სტუმრიანობა და ჟრიამულია. მისი ქარიზმატული ხასიათიდან გამომდინარე, მომღერლის სახლში ცნობილი სახეები ხშირად ერთიანდებიან. ამჯერად მაკას სახლში განსაკუთრებული მუხტი შეიგრძნობა. მას მისი კოლეგა რატი დურგლიშვილი ეწვია. ამაში უჩვეულო არაფერია, რომ არა რატისა და მაკას ქალიშვილის სასაცილო ვიდეო.

ახალბედა მომღერალი სალომე ჩიტაძე რატის ახლო მეგობარია. სალომე, ფაქტობრივად, დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთად გაიზარდა, ახლა კი მაკას ბენდთან ერთად მღერის. ქართულ შოუბიზნესში სალომემ საკუთარი თავი იპოვა და ახლა კარიერულ წინსვლას არ უშინდება. მან დედის გზა აირჩია.

ვიდეოზე რატი და სალომე ოპერის მომღერლებად გარდაისახნენ და „ფოლოვერების“ გახალისებას ამ მეთოდით ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა. პანდემიისგან გამოწვეული შეშფოთების ფონზე ვარსკვლავები საკუთარ თაყვანისმცემლებს სხვადასხვა ხერხით ახალისებენ.

რატი დურგლიშვილი ქართულ შოუბიზნესში ყოველთვის სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება. მას და მაკა ზამბახიძეს წყვილად აღიქვამდნენ მანამ, სანამ დუეტი „ჯორჯია“ და, შესაბამისად, საზოგადოების ილუზიები არ დაიშალა. მაკა ზამბახიძე მესამედ დაოჯახდა, რატი კი დღემდე მეორე ნახევარს ეძებს. წლების წინ სასურველმა სასიძომ სამსართულიანი სახლი საკუთარი ხელებით მოაწყო, მაგრამ დილა და ღამე მარტო უთენდება და უღამდება. მიუხედავად ამისა, რატი კარიერულ წინსვლას არ წყვეტს. მომღერალი ამერიკაში გამგზავრების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0