Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ტყუპები ერთი წლის გახდნენ“ – მამუკა ბახტაძეს ულამაზესი შვილები ჰყავს – ფოტო

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შვილების ფოტო გაასაჯაროვა. ნახეთ როგორ გამოიყურებიან ახალგაზრდა პოლიტიკოსის ტყუპები.

საქართველოს ექს-პრემიერი 2019 წელს თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა. მოგვიანებით კი საკუთარი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში პოსტით განმარტა. მამუკა ბახტაძის გამოჩენისთანავე, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი გახდა, საზოგადოებაში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ის ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძე და გვანცა ივანიშვილის საქმრო იყო. ბახტაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის არც ერთ შვილს პირადად არ იცნობდა.

მოგვიანებით ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძე მარკეტინგის მენეჯერ იანა კოკოულინაზეა შეყვარებული. მათი სიყვარული უკვე 7 წელია გრძელდება. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილმა ქალბატონმა ყოფილ მაღალჩინოსანს ტყუპები – ქალ-ვაჟი აჩუქა. იანა კოკოულინას სოციალური ქსელის თითქმის ყველა გვერდი ან გაუქმებული აქვს, ან დახურული. ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით თანამდებობის დატოვების შემდეგ არ გამოირჩევა, „ტელეგრამზე“ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. ახლა კი, გულშემატკივრების დიდი ინტერსის გამო შვილების უახლესი ფოტოც გამოაქვეყნა.

მამუკა ბახტაძის ტყუპებს ერთი წელი შეუსრულდათ. და-ძმის ფოტოკოლაჟმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღნიშნული ფოტო ახალბედა მამის გვერდზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მათ რამდენიმე დღეში 7 ათასზე მეტი მოწონება და უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურეს.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, ცისფერთვალება ანასტასია დედას, ხოლო პატარა გიორგი - მამას ჰგავს. მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე იკავებდა. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე ის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0