საქართველოში კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმი იმსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ეპიდვითარების გართულების ფონზე ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორისაც გაიზარდა.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის ქალბატონს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და ის სახლის პირობებში მკურნალობდა. იგი სტაციონარში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ქალს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების საერთო რაოდენობა 8 ათასს აჭარბებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 191.063-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0