სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირებულთა კლება დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 146-ს მიაღწია.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 74 ადამიანს დაუდგინდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 116 ადამიანი.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა>>>

რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 147 პაციენტი გადის, აქედან 80 საშუალო სიმძიმისაა, ცხრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. სენაკში არსებულ „სენამედის“ კლინიკაში 39 ინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის ხუთი მძიმე და რვა საშუალო სიმძიმის პაციენტია. ფოთის კლინიკაში 42 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს, ათის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 30 პაციენტი, ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, აბაშის კლინიკაში კი 25 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 191.063-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0