კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alex Shlamovეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 191.063-ს მიაღწია.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.337 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 571 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 212, ქვემო ქართლი – 168, იმერეთი – 147, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 74, შიდა ქართლი – 48, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 18, გურია – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. 
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: საქართველოში „რემდესივირის" საცდელი პარტია შემოდის

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161.681-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 49 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.839-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 27.517 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.912  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.977, აჭარაში – 866, იმერეთში – 1.419.

1.087 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 465 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 82, იმერეთში – 52. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2.886 ადამიანი, მათ შორის 951 – თბილისში, 1.332 – აჭარაში, 288 – იმერეთში. 17.719 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 290, აჭარაში – 146, ხოლო იმერეთში – 15.

თვითიზოლაციაში იმყოფება 48.685 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18.908 პირი, აჭარაში – 8.667, იმერეთში – 6.319.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 191.063-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0