Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორც კი იკიდებ, აუცილებლად გამოჩდებიან“ – ნუკი კოშკელიშვილი გოგონებს საიდუმლოს უმხელს

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი ამერიკელ ქმარს დროებით დაშორდა. წყვილი კორონავირუსის პანდემიამ დააშორა. ნუკი თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელიდან მდედრობით სქესს ამხნევებს და მოუწოდებს, ნუ დაკომპლექსდებიან, თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მათ იგივე გრძნობით არ პასუხობენ, რადგან ახალი წელი მოდის და ახლა ცუდ ხასიათზე ყოფნა არ შეიძლება.

მოდელის თქმით, თავადაც ჰქონია მსგავსი სიტუაცია და როდესაც წლები მოემატა, მიხვდა, რომ არავის უნდა შეადარო თავი, რადგან თითოეული ადამიანი ინდივიდია და უნიკალური.

„ცალმხრივ სიყვარულს რაც შეეხება, აი ახლა დროა ეგ ტიპები დაივიწყოთ, ახალი წელი ახლებურად დაიწყოთ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როგორც კი იკიდებ, აუცილებლად გამოჩდებიან და თუ შეიყვარებ შენ თავს, ყველას ვინც მოგინდება, შეუყვარდები. დაიწყე შენი თავით და დაისახე მიზნად 2021-ში მხოლოდ ბედნიერება“, – ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნუკი კოშკელიშვილი.

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნდა და დროებით ექიმ ქმართან ბენ ხაიმთან განშორებამ მოუწია. ნუკიმ ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებდა. ამერიკიდან დაბრუნებული ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერს მშობლების დახმარებით უვლის.

ყველა ახალი ამბავი
0