„მამამ ორი თითით მოარტყა და ეწყინა...“ – რას წერდა შორენა ბეგაშვილი ევას ბავშვობაზე

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილმა ძველი დღიური იპოვა, რომელსაც შვილის დაბადების შემდეგ აწარმოებდა. ნახეთ რას წერდა ცნობილი მოდელი შვილზე.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა დალაგების დროს ევას დაბადების დღიური იპოვა, სადაც სხვადასხვა ისტორია აქვს შემონახული. შორენა ამ დღიურს „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ უზიარებს.

ტელეწამყვანის თქმით, დღიურის წარმოება ევას დაბადებისას, 2001 წელს დაიწყო, აქ აღწერილი აქვს სიტუაცია, როგორ ულოცავს დაბადების დღეს 2002 წელს, როგორ მონათლეს და როგორ იზრდებოდა მისი შვილი.

„არ ვიცი, თქვენ რამდენად აწარმოებთ თქვენი შვილის დღიურს, მაგრამ ახლა ამის წაკითხვა ძალიან საინტერესოა", – ამბობს შორენა.

გთავაზობთ ამონარიდებს დღიურიდან: „ევაკუსა გახდა ერთი წლის. მიიღო ბევრი საჩუქარი. ძალიან თავნება და ჯიუტია. ბანაობის დროს არ ჯდება ტაშტში, დგას გაჭიმული. ბუტიაა. ერთხელ მამამ ორი თითით მოარტყა და ეწყინა. ჩემო ევა, გილოცავ შენს პირველ დაბადების დღეს. შენ ჩემი სათაყვანებელი არსება ხარ, ჩემი ფუნთულა გოგო. იცოდე, რომ ძალიან ძალიან უყვარხარ შენს დედიკოს. ჩემო სიცოცხლე, გაგაღმერთებ და არაფერს მოგაკლებ, სანამ შენს გვერდით ვარ. 10 ნოემბერი. 2002 წელი“, – წერდა შორენა ბეგაშვილი.

შორენა ბეგაშვილს ევა პირველი უიღბლო ქორწინებიდან ჰყავს. ბეგაშვილს ის პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.

ევას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა, ევას და მამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა კი იდეალურ დედობას უწევს, ამას მშვენიერი ევაც აღნიშნავს. მის სურათებს მამის საუკეთესო მეგობრები ხშირად ეხმიანებიან. გოგონა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მან სკოლა გასულ წელს დაამთავრა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიანიჭა უპირატესობა.

ყველა ახალი ამბავი
0