პლუს 49: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© photo: Sputnik / Stringerპალატა
პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 191.063-ს მიაღწია.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.839-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 191.063-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 161.681 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.498), კარანტინის რეჟიმშია 986, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.912 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.886 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0