01:29 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
2596 0 0

დამატებითი შეზღუდვების შედეგად საქართველოში კორონავირუსის აღმასვლის შეჩერება მოხერხდა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის შემდეგ კორონავირუსის აღმასვლის შეჩერება მოხერხდა, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე.

საქართველოში 28 ნოემბრიდან მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ აამოქმედა ახალი შეზღუდვები, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

თუმცა იმნაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად დღეს დაფიქსირებული ინფიცირების შედარებით ნაკლები რაოდენობისა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამ დამატებითი შეზღუდვების დაწესებით, მოვახერხეთ ინფექციის აღმასვლის გაჩერება, რაც ნამდვილად სახეზეა, მაგრამ როდის დაიწყება დაღმასვლა, ამაზე ჯერ ლაპარაკი ცოტა ადრეა. ძალიან ძნელია ზუსტი თარიღების დასახელება, მაგრამ იმედი მაქვს, ორ კვირაში შემთხვევების რაოდენობის დაღმასვლა საგრძნობი უნდა იყოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 720-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 189 726-ს მიაღწია (შედარებისთვის, 12 დეკემბერს დაფისირდა 3907, ხოლო 11 დეკემბერს - 4146 შემთხვევა).

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 158 183 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 942), გარდაიცვალა – 1 790 (ბოლო 24 საათში – 46), კარანტინის რეჟიმშია 1 010, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 869 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 077 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები