17:53 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2605)
878 0 0

ცნობილმა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა თმა გადაინერგა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მეუღლის გამო მიიღო

ცნობილმა პროდიუსერმა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თმის გადანერგვის პროცესია ასახული. მამულიჩა ამბობს, რომ მეუღლემ, ლელა წურწუმიამ უთხრა რომ ცალხაზიან რვეულს უგავდა თავი, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ „მისი ყბიდან ამოვიდეს“.

მოგვიანებით პროდიუსერმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ამ პროცედურის გამო გადაპარსული თავი აქვს. „პირველად გადავიპარსე ცხოვრებაში“, - წერს კახა მამულაშვილი. როგორც ჩანს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს მისი ახალი იმიჯი უფრო მოეწონათ.

„ძაან გიხდება საერთოდაც რომ არ გადაინერგო“, „ვაა რაღაც პატარა ბიჭს დაემსგავსე გადაპარსული“, „ასე დაიტოვე, ყველაზე მეტად ასე გიხდება“, „მგონი საერთოთ არაა თმა საჭირო“, „არადა გიხდება, უფრო კეთილი ტიპი გახდი“, - წერენ მამულიჩას „ფოლოუერები“.

კახა მამულაშვილს ორი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და ქალიშვილი ლელა წურწუმიასგან. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია დაქორწინებული არიან.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2605)

მთავარი თემები