06:32 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (235)
351 0 0

მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლს ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილი გამაგრებითი სამუშაოები რომც ჩაუტარდეს, მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან განსახლების მოთხოვნით მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს, იუწყება პირველი არხი.

მოსახლეობის პროტესტის მიზეზი მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც მათი განცხადებით, ავარიულია და მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის.

45 ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას განსახლებას სთხოვს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ განსახლების საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დადგა. მათივე ინფორმაციით, ბათუმის მერიამ ავარიული კორპუსის ნაცვლად ახალი კორპუსის ასაშენებლად კომპანია „რეალმშენს“ ნახევარი მილიონი ლარი ჩაურიცხა, თუმცა მშენებლობა არ მიმდინარეობს.

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ხუთსართულიანი კორპუსი ტრაილერების გავლისას ზანზარებს, იბზარება… ახალი კორპუსი კი შენდება, თუმცა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ დრომდე არ დასრულდა. ვითხოვთ, უმოკლეს ვადაში დაასრულონ მშენებლობა. წლებია შიშის ქვეშ ვცხოვრობთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ადგილობრივების განცხადებით, მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსი უფრო მეტად დაზიანდა.

პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი კვლავ აქციებს აანონსებენ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გამაგრებითი სამუშაოებისთვის 440 ათასი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, მერიის განცხადებით, ის გულისხმობს სახლის გამაგრებას, საძირკვლის, რკინა-ბეტონისა და ფასადის გამაგრებას. ასევე საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟებას, სადარბაზოებში კიბის გაძლიერებასა და სხვა საჭირო ღონისძიებას.

თემები:
საქართველოს რეგიონები (235)

მთავარი თემები